ლეო მესი: 12 გოლი 13 მატჩში

ლეო მესი: 12 გოლი 13 მატჩში

არგენტნის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გოლების გატანას აგრძელებს. მას შემდეგ რაც ის ტრავმის 2014 წელს შემდეგ დაბრუნდა ჩაატარა 13 მატჩი და 12 გოლის გატანა შეძლო. აქედან გამომდინარე "ოქროს ბურთის" ოთხგზის გამარჯვებული ყოველ 80 წუთში იტანს. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს მესის გოლები "ბარსელონას" გოლების 31,6% შეადგენს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩილელმა "ბარსელონას" 9 ნომერმა ალექსის სანჩესმა ახალი წლის შემდეგ "ბარსელონას" მაისურით 9 გოლი გაიტანა და კლუბში გოლების მხრივ მეორე ფეხბურთელია. მესიმ და ალექსისმა ერთად 2014 წელს 21 გოლი გაიტანეს, რაც საერთო კლუბის გოლების 55,3% შეადგენს.

"ანოეტაზე" გამართული მატჩი არგენტინელისთვის ზედიზედ მეხუთე მატჩი აღმოჩნდა, რომელშიდაც მან მეტოქის კარი დალაშქრა. ამას გარდა ლიონელ მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ისტორიაში გოლების რაოდენობით მადრიდის "რეალის" ლეგენდას რაულ გონსალესს გაუსწრო. კატალონიელი ფეხბურთელი მესამე ადგილს 229 გოლით იკავებს, მეორე ადგილზე უგო სანჩესი 234 გოლითაა და საპატიო პირველ ადგილზე ტელმო სარა 251 გოლითაა.

შეგახსენებთ, რომ 2013-2014 წლების სეზონში ლიონელ მესიმ 29 მატჩი ჩაატარა და 26 გოლის გატანა შეძლო, საშუალოდ ის მატჩში 0.90 გოლს იტანს. ქვემოთ მოცემულია ლეოს მიერ გატანილი გოლები საშუალოდ სეზონში:

2008/09 - 0.75 გოლი საშუალოდ მატჩში,

2009/10 - 0.89 გოლი საშუალოდ მატჩში,

2010/11 - 0,96 გოლი საშუალოდ მატჩში,

2011/12 - 1,22 გოლი საშუალოდ მატჩში,

2012/13 - 1,2  გოლი საშუალოდ მატჩში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.