"ბარსელონას" სატრანსფერო სიაში 4 მცველი შევიდა
კატალონიური კლუბი, "ბარსელონა" კვლავ ცენტრალური მცველების ძიებაშია. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას მიზნად ცენტრალური დაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერება აქვთ. "ბლაუგრანა" კარლეს პუიოლისა და ხავიერ მასკერანოს შემცვლელს ეძებს.
კატალონიური კლუბის ინტერესთა სფეროში ოთხი ცენტრალური მცველი შევიდა, ესენი არიან: "ვილიარეალის" 23 წლის ცენტრალური მცველი მატეო მუსაჩო, პორტუგალიური "პორტოს" მცველი 23 წლის ელიაკიმ მანგალა, ბილბაოს "ატლეტიკის" 19 წლის ფეხბურთელი ემერიკ ლაპორტე და ჰოლანდიური კლუბის "ალკმაარის" 22 წლის მცველი ჯეფრი გაუელეუ.
ახლა კი მინდა, რომ შემოგთავაზოთ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელთა მიმდინარე სეზონის სტატისტიკა.
არგენტინელმა მცველმა მატეო მუსაჩომ ესპაპეთის პრიმერა დივიზიონში "ვილიარეალის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც შეძლო.
ელიაკიმ მანგალამ "პორტოს" მაისუით პორტუგალიის ჩემპიონატჩი 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.
ესპანური კლუბის ახალგაზრდა, 19 წლის ფრანგმა მცველმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ბილბაოს "ატლეტიკის" მაისუით 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.
ჰოლანდიელმა ჯეფრი გაუელეუმ ჰოლანდიის პირველ დივიზიონში "ალკმაარის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]