პუიოლი, შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს

პუიოლი, შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი, რომელმაც განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" მიმდინარე სეზონის დასასრულს დატოვებს, შესაძლოა, რომელიმე ევროპულ კლუბში გადავიდეს.

35 წლის (აპრილში მას 36 წელი შეუსრულდება) პუიოლი შესაძლოა, რომ მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით იტალიურ "მილანში" გადაბარგდეს.

ფეხბურთელს არაერთხელ აქვს ნასაუბრები თავის სიმპათიებზე "მილანთან" დაკავშირებით.

"მე "მილანი" ძალიან მიყვარს, ეს გუნდი ჩემი მეორე კლუბია, მათ გამარჯვებას ყოველთვის ვისურვებდი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ მატჩს არ მართავენ.

იმ შემთხვევაში თუ მე კატალონიის "ბარსელონას" დავტოვებ "მილანში" გადავალ, თუმცა მე მსურს, რომ კარიერა ჩემს მშობლიურ კლუბში დავასრულო." - ეს სიტყვები პუიოლმა 2013 წლის თებერვალში განაცხადა.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინა ცნობილი გახდა, რომ პუიოლმა კარიერა შესაძლოა ამერიკულ ან კატარულ კლუბში გააგრძელოს.

პუიოლი "ბარსელონაში" კარიერის დაწყებიდანაა, მისი დებიუტი კატალონიურ კლუბში 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა.

როგორც ცნობილია "ბარსელონასთან" პუიოლმა 6 პრიმერა დივიზიონის, 3 ჩემპიონთა ლიგის, 2 ესპანეთის თასის, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 2 უეფას სუპერ თასი და 6 ესპანეთის სუპერ თასი აქვს მოგებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.