პრანდელი: „ინიესტა უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“

პრანდელი: „ინიესტა უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მიიჩნევს, რომ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

"ინიესტა უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყველა თვისება აქვს: ხარისხი, ხედვა, პიროვნული მონაცემები, სიზუსტე. სადაც არ უნდა თამაშობდეს ინიესტა, მაშინაც კი, როდესაც ის მოწინააღმდეგეებითაა გარშემორტყმული, ის ისე თამაშობს, თითქოს საკუთარ სახლშია." - აცხადებს ჩეზარე პრანდელი.

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი კარლეს პუიოლზეც გააკეთა: "პუიოლს აქვს გამოცდილება, პიროვნული თვისებები, ძლიერი ხასიათი და გამბედაობა. ის ლიდერია, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. პუიოლი ისეთივე სიტუაციაში ჩავარდა, როგორშიც ბარეზი, მალდინი, ნესტა და კანავარო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.