პედრო: "ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა კომენტარი გააკეთა "რეალ ვალიადოლიდთან" მატჩში მარცხის შემდეგ.
"ვიმედოვნებ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ტიტული ჯერ დაკარგული არაა. ჩვენ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ. "ვალიადოლიდთან" მატჩში კარგი შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ და მომავალს ვუყურებთ.
არ უნდა მიგვეცა თავისთვის უფლება, რომ მატჩი სუსტად დაგვეწყო, მაგრამ გვაკლდა ინტენსივობა. მეორე ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა. ამჟამად ჩვენი აზრები მხოლოდ "მანჩესტერ სიტიზეა" გადართული.
დაბალი ხარისხის მოედანი იყო, ბურთი არ დაგორავდა, მაგრამ დამარცხების საბაბი მაინც არ არსებობს. "რეალ ვალიადოლიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა." - განაცხადა პედრო როდრიგესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]