პედრო: "სრულყოფილებას არ აქვს ლიმიტი"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა, განაცხადა, რომ მათთვის მოგებული ტიტულები არაა საკმარისი, საჭიროა მეტი და მეტი. "ჩვენ ყოველთვის გვსურს გავიზარდოთ" – განაცხადა პედრომ "უეფას" ოფიციალურ საიტთან. "ტაქტიკა, სისწრაფე – ეს ყველაფერი გაუმჯობესებას ექვემდებარება. ჩვენ ძალიან ამბიციური გუნდი ვართ და გვსურს გავზარდოთ ტიტულთა არსენალი".
"ჩვენი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა, ნამდვილი ბრილიანტია და ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას ყველაფერი კონტროლზე ჰყავს აყვანილი. მან ყოველთვის იცის, სად რა ხდება – ახალგაზრდულ გუნდებსა თუ პირველ გუნდში. წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა, რომ გვყავს საუკეთესო მწვრთნელი მთელს მსოფლიოში". განაცხადა პედრო როდრიგესმა "უეფას" ოფიციალურ საიტთან იტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]