პიკემ ტრავმა მიიღო, მაგრამ „სიტისთან“ ითამაშებს
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ გუნდის დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა, იტყობინება El Mundo Deportivo.
ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ტრავმა არ არის სერიოზული ხასიათის და პიკეს ხელს არ შეუშლის მოედანზე გასვლაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მეორე, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში, რომელიც გაიმართება 12 მარტს.
მოსალოდნელია, რომ პიკე ვარჯიშს უკვე ხვალ დაუბრუნდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]