გვარდიოლა წინასასეზონო მზადებას 28 ფეხბურთელით იწყებს

გვარდიოლა წინასასეზონო მზადებას 28 ფეხბურთელით იწყებს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა 2010/11 წლების სეზონისთვის მზადებას იმ ფეხბურთელთა გარეშე იწყებს, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს. შექმნილმა გარემოებამ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მისცა. მწვრთნელმა წინასასეზონო მზადებისთვის სულ 28 ფეხბურთელს უხმო, რომელთაგან 17 "ბარსა ბ"-დან არის.

"ბარსელონას" პირველი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადება ორშაბათს შეუდგება. ფეხბურთელები სიუტატ ესპორტივას ბაზაზე ადგილობრივი დროით 08:45 საათზე არიან დაბარებულნი სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

პირველი გუნდიდან წინასასეზონო მზადებას ორშაბათს დაიწყებენ: პინტო, მილიტო, მაქსველი, ადრიანო, კეიტა, ხეფრენი, ბოიანი, ენრიკე, ვიქტორ სანჩესი და გლები. უკანასკნელ სამ მათგანს სხვადასხვა კლუბებთან საარენდო ხელშეკრულება დაუმთავრა და ისინი "ბარსელონას" დაუბრუნდნენ.

"ბარსა ბ"-დან გვარდიოლამ შემდეგ 17 ფეხბურთელს უხმო: ოიერი, მინო, მასიპი, დალმაუ, სერხი გომესი, არმანდო, ფონტასი, მუნიესა, მარტი რივეროლა, ილიე, ვიქტორ ვასკესი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ედუ ორიოლი, ჯონათან სორიანი, ბენჟამინ მარტინესი და ნოლიტო.

ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით ასე არიან განაწინებულნი:

მეკარეები: პინტო, ოიერი, მინო, მასიპი;

მცველები: მილიტო, ენრიკე, მაქსველი, ადრიანო, დალმაუ, სერხი გომესი, არმანდო, ფონტასი, მუნიესა;

ნახევარმცველები: კეიტა, ვიქტორ სანჩესი, მარტი რივეროლა, ილიე, ვიქტორ ვასკესი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი;

თავდამსხმელები: გლები, ხეფრენი, იბრაჰიმოვიჩი, ბოიანი, ედუ ორიო, ბენჟამინ მარტინესი, ჯონათან სორიანო, ნოლიტო.

წყარო: fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.