მასკერანო: "ლიგის მოგების შანსი კვლავ გვაქვს"

მასკერანო: "ლიგის მოგების შანსი კვლავ გვაქვს"

ლა ლიგაზე წაგებული რამდენიმე მატჩის მიუხედავად, ხავიერ მასკერანო თვლის, რომ "ბარსელონას" ჯერ კიდევ აქვს შანსი ლა ლიგის მოგებისა და ამასთანავე შესაძლებლობა წლის ბოლოს აღმართოს ესპანეთის სამეფო და ჩემპიონთა ლიგის თასი: "მათ სურთს, რომ თავი დამარცხებულებად გამოვაცხადოთ და შევწყვიტოთ ბრძოლა ტიტულებისთვის, თუმცა ეს ასე არ მოხდება. "სითისთან" მატჩი კი ამის დასამტკიცებლად საუკეთესო საშუალებაა" - განაცხადა არგენტინელმა.

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომელიც გვაქვს. ამ შეხვედრაში საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ, ამის შემდეგ კი გვექნება შანსი ვიბრძოლოთ სამივე ტიტულის მოსაპოვებლად."

მასკერანომ ტატა მარტინოზეც ისაუბრა: "ეს მისთვის პირველი წელია "ბარსელონაში", თუმცა მე მას კარგად ვიცნობ. იქიდან საიდანაც ჩვენ მოვდივართ უფრო დრამატული შემთხვევებიც გვქონია."

"მარტინო უკვე 15 წელია თავის საქმეს აკეთებს, მან ყოველივე ამას საკუთარი შრომით მიაღწია და არავინ დახმარებია. როგორც მწვრთნელს მას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რადგან დაუფასებლობის შემთხვევაში შენ ნელ-ნელა კარგავ პატივისცემას" - დაასრულა არგენტინელმა ფეხბურთელმა. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.