გვარდიოლა: "ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი"

გვარდიოლა: "ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი"

ხოსეპ გვარდიოლამ დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა იაპონიაში და ისაუბრა იქ გასამართ მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზე. - "მსოფლიო საკლუბო მუნდიალის მოგების შესაძლებლობა ჩვენ არც ისე ხშირად გვექნება. ახლა გვაქვს შანსი, გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და ამ ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ აკლიმატიზაციისთვის გარკვეული დროა საჭირო, ამიტომ "ალ სადთან" მატჩში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან სიურპრიზებისგან თავი ავიცილოთ. ჩვენ ვართ ტურნირის ფავორიტები, თუმცა საუკეთესოს წოდებას მხოლოდ ჩემპიონობის შემდეგ მოვიპოვებთ".
- განაცხადა პეპმა. მწვრთნელი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში იაპონიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს. მან თანაგრძნობა გამოუცხადა იაპონელ ხალხს და მათ ფეხზე სწრაფად დადგომა უსურვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.