მოკლე წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "სელტა"
"მადრიდის რეალის" დამარცხებამ "ბარსელონა" დააბრუნა ჩემპიონობისათვის ბრძოლაში, რომელიც ძალიან მჭიდროა. მადრიდულ გუნდებსა და "ბარსელონას" შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ასე რომ, ნებისმიერი რეგრესი და შეცდომა სამივეს ძვირად დაუჯდება. სულ 9 თამაში დარჩა და ყველა გადამწყვეტია. შეიძლება ეს სიტყვები ისე ჟღერდეს, როგორც კლიშე, მაგრამ თითოეული შეხვედრა ფინალია, "ბარსელონა" კი "სელტას" მასპინძლობს და "კამპ ნოუზე" ბევრი ნაცნობი სახე ბრუნდება.
ლეგენდარული ლუის ენრიკე, კატალონიელთა ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგ "ბარსა ბ-ს" მწვრთნელი, პირველად ეწვევა "კამპ ნოუს" სტუმარი გუნდის მწვრთნელის რანგში. ლუის ენრიკეს "სელტაში" თამაშობენ ფონტასი და ნოლიტო. რაფინია, მომავლის "ბარსას" შესაძლო ვარსკვალვი, დაპირისპირებას ტრავმის გამო გამოტოვებს.
"ბარსელონას" ძალიან სჭირდება ქულები, რათა ზეწოლა მადრიდელ კონკურენტებზე არ შემცირდეს. შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" მატჩის დამთავრების შემდეგ "რეალი" გასვლაზე დაუპირისპირდება "სევილიას", "ატლეტიკოს" მეტოქე კი "გრანადაა". ტატა მარტინომ განაცხადში არ შეიყვანა ოიერი, მონტოია, აფელაი და ჩავი, რომელმაც ზედიზედ 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
"ბარსელონას" შემადგენლობაში როტაციების ხილვა მოსალოდნელია, რადგან გუნდმა "ბერნაბეუზე" ძალიან ინტენსიური მატჩი ჩაატარა, ხოლო შაბათს კი რთული დერბი გაიმართება. ასე რომ, დღეს "კამპ ნოუზე" ვიხილავთ მე-1000 დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება კარგი შანსი იყოს ბარტრასთვის, სონგისთვის, პედროსა და სანჩესისათვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]