"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება ფიფას დაკისრებულ სანქციებზე

"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება ფიფას დაკისრებულ სანქციებზე

ოფიციალური პასუხი სანქციებზე, რომლებიც დისციპლინარულმა კომიტეტმა წაუყენა "ბარსელონას" და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 18 წლამდე მოთამაშეების გაფორმების გამო.

კლუბს გადაწყვეტილი აქვს წარადგინოს შესაბამისი აპელაცია ფიფაში და ხელმძღვანელობის ვარაუდით ისინი გამართლდებიან.

კლუბი აკეთებს შემდეგ განცხადებას:

1) ფიფას ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ასევე მიუძღვის წვლილი არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებში.

2) "ლა მასია" ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა თაობის განვითარებას. "ბარსელონა" გარანტიას იძლევა თავისი აკადემიის ხარისხზე.

3) ბავშვებს "ლა მასიაში" ვთავაზობთ განათლების მოსამზადებელ პროგრამებს, საცხოვრებელს, კვებას, სამედიცინო დახმარებას. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების სხვა მოთხოვნილებებსაც. ფაქტი, რომელიც არ განიხილა ფიფამ, ითვალისწინებდა ჯარიმას, რომელიც შეიძლებოდა დაგვკისრებოდა  ტრანსფერების აკრძალვის მაგივრად.

4) "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელს ყოველთვის ჰქონდა ფედერალური ლიცენზია.

5) ფეხბურთელების გამო, რომლებიც განიცდიდნენ რაიმე დარღვევას სამართლებრივი სახით, ყოველთვის ვიწვევდით ფიფას წარმომადგენლებს, რათა გადაგვეჭრა ნებისმიერი პრობლემა.

6) ფიფამ ჩამოართვა ლიცენზია იმ ფეხბურთელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ოფიციალურ მატჩებში, მაშასადამე ვთვლით, რომ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებდით.

7) "ბარსელონა" არასდროს არღვევდა სამოქალაქო უფლებებს და ბავშვები, რომლებიც ვარჯიშობდნენ "ლა მასიაში" - ქვეყნის კანონიერი მაცხოვრებლები არიან.

8) ფეხბურთელებს, რომელთა ლიცენზიაც განულდა, ჰქონდათ უფლება გაეგრძელებინათ კარიერა სხვა გუნდებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ "ბარსელონაში" თამაში აეკრძალათ.

9) "ბარსელონას" არცერთ ფეხბურთელი არ იმყოფება არალეგალურ მდგომარეობაში.

10) "ბარსელონა" არაერთხელ ცდილობდა იმ კანონების გადახედვაზე განცხადების გაკეთებას, რომლებიც იცავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მიზანი კი იყო მათი უკეთესობისაკენ დახვეწა.

11) "ბარსელონას" განვითარების პროგრამამ მიიღო ფიფას ოფიციალური აღიარება. "ლა მასიას" ყოველთვის დადებითად აფასებდით.

12) ოქროს ბურთზე "ბარსელონას" უამრავი ფეხბურთელი ყოფილა წარდგენილი, რაც ჩვენს ეფექტიურობას უსვამს ხაზს.

13) ვამუშავებთ პროგრამას შიდსით დაავადებული ბავშვებისათვის, რათა მათი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გაგვეხადა.

14) მხოლოდ კატალონიაში 15 ათასი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც დაიბადნენ ესპანეთის საზღვრებს გარეთ, თუმცა დარეგისტრირებულნი არიან ესპანეთის ფედერაციის მიერ, რომელსაც ასევე უნდა დაეკისროს სანქციები.

"ბარსელონა" გაასაჩივრებს ფიფას გადაწყვეტილებას და ყველანაირად შეეცდება დაიბრუნოს ფეხბურთელების რეგისტრაციის საშუალება, რომელიც ზემოთ ხსენებულმა ჩამოართვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 68 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.