ლუის ენრიკე: „მე „ბარსელონას“ გავწვრთნი? ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია“

ლუის ენრიკე: „მე „ბარსელონას“ გავწვრთნი? ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია“

"სელტას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მცირე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ის შეიძლება "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

"ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია. მე ყოველთვის ორიენტირებული ვარ კონტრაქტის ბოლომდე მუშაობაზე. არასდროს იცი, რა გელის მომავალში, მაგრამ მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი "სელტას" 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის "რომასა" და "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.