ლუის ენრიკე „სელტადან“ წასვლას ადასტურებს და „ბარსელონაზე“ მიანიშნებს

ლუის ენრიკე „სელტადან“ წასვლას ადასტურებს და „ბარსელონაზე“ მიანიშნებს

"სელტას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ის ვიგოურ გუნდს აღარ გაწვრთნის.
44 წლის სპეციალისტი "სელტადან" წასვლის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ოჯახი ბარსელონაში ჰყავს დატოვებული და მათ გარეშე ცხოვრება უჭირს. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისკენ, რომ ლუის ენრიკე "ბარსელონას" ჩაიბარებს, მაგრამ ის ამას ღიად არ აღიარებს.
"ბარსელონა"? ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მომავალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დღეს, ჩემთვის, სევდიანი დღეა. დღეს მე "სელტას" მწვრთნელი ვარ და ასე იქნება სეზონის ბოლომდე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.