"ბარსელონას" კომპანისა და პოგბას შეძენა სურს
როგორც ჩანს, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.
ესპანური მედია იტყობინება, რომ ამ ზაფხულს "ბარსელონა" მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს. მათი მთავარი სამიზნეები კი ვენსან კომპანი და პოლ პოგბა იქნებიან.
მოსალოდნელია, რომ ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობა, უეფას მიერ "ქალაქელებისთვის" ფეირ პლეის პრინციპების დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის გამო შეიძლება დატოვოს.
პოგბასთან დაკავშირებით კი კატალონიელები ფიქრობენ, რომ იგი მეორე "ია ია ტურე" გახდება. 21 წლის ფრანგ ნახევარმცველს გუნდის ფიზიკურად გაძლიერება შეუძლია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 74 ]