კოკე „ატლეტიკოს“ დატოვებას არ აპირებს

კოკე „ატლეტიკოს“ დატოვებას არ აპირებს

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი კოკე აცხადებს, რომ "ბარსელონას" ინტერესი ახარებს, მაგრამ მშობლიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"მე ბედნიერი ვარ "ატლეტიკოში", აქ ჩემი სახლია. ამ გუნდში გამოვდივარ ბავშვობიდან და აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. "როხიბლანკოსთან" გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს. სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ შენი მომსახურებით დაინტერესებულია "ბარსელონა", მაგრამ აქ ძალიან კმაყოფილი ვარ." - განაცხადა კოკემ.

22 წლის ნახევარმცველმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს, გასულ სეზონში, 58 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და დაეხმარა გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გაღწევაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 51 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.