კოკე: „ატლეტიკოდან“ წასვლა არ მინდა“
"ატლეტიკოსა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კოკემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არ არის მზად სხვა გუნდში გადასასვლელად.
"შემიძლია მხოლოდ გავიმეორე ის, რაც უკვე რამდენჯერმე ვთქვი: მე მაქვს მიმდინარე კონტრაქტი "ატლეტიკოსთან". ბედნიერი ვარ ამ კლუბში და არაფრის შეცვლა არ მინდა." - აცხადებს კოკე.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკე "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა. 2013/14 სეზონში, ნახევარმცველმა, ესპანეთის ჩემპიონატში, 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 14 შედეგიანი გადაცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]