ბუსკეტსი: „ჩვენ გუნდში ცოტა რამ შეიცვალა“

ბუსკეტსი: „ჩვენ გუნდში ცოტა რამ შეიცვალა“

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა თავისი მოლოდინი გაგვიზიარა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე.

ბუსკეტსი არ გამორიცხავს, რომ ჰოლანდიელებმა 2010 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩში ნაჩვენები თამაშისგან განსხვავებულად ითამაშონ.

"ჩვენ გუნდში ცოტა რამ შეიცვალა. გვყვავს თითქმის იგივე შემადგენლობა, იგივე მწვრთნელი და გვაქვს იგივე სათამაშო სქემა. ალბათ, უფრო მეტი ცვლილებები მოწინააღმდეგე გუნდშია. მათ ჰყავთ ბევრი ფეხბურთელი დაცვაში და ახალი მწვრთნელი. არ გამოვრიცხავ, რომ მათ განსხვავებულად ითამაშონ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტირება და ვითამაშოთ საკუთარი ფეხბურთი. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავაკონტროლოთ ბურთი და თავიდან ავიცილოთ მოწინააღმდეგის კონტრშეტევები." - განაცხადა ბუსკეტსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.