ბუსკეტსი: "ახალგაზრდებმა დაუღალავად უნდა იმუშავონ"

ბუსკეტსი: "ახალგაზრდებმა დაუღალავად უნდა იმუშავონ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ კლუბის მიერ აღზრდილმა ფეხბურთელებმა პირველ გუნდში აუცილებლად უნდა ითამაშონ. ესპანელი აღიარებს, რომ ეს ძალიან რთული დავალებაა.

"ბარსელონაში" ფეხბურთელების მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნებია წაყენებული. ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს და არა მხოლოდ ის, არის თუ არა მოთამაშე კლუბის აკადემიის გაზრდილი. მაგალითად, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოგცემენ თუ არა შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს.

თითოეული ფეხბურთელი შესაბამის დონეზე უნდა თამაშობდეს და დაუღალავად მუშაობდეს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონას" პირველ გუნდში რაც შეიძლება ბევრი "კანტერანო" იასპარეზებს."-განაცხადა ბუსკეტსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #1 7 ივლისი 2017 17:31
    0
    მართალია ბუსკეცი!