„ბარსელონამ“, შესაძლოა, კუადრადოს შეძენაზე უარი განაცხადოს

„ბარსელონამ“, შესაძლოა, კუადრადოს შეძენაზე უარი განაცხადოს

"ბარსელონა" ახლოს არის იმასთან, რომ "ფიორენტინას" კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს შეძენის იდეაზე უარი განაცხადოს.

კატალონიური კლუბი მიიჩნევს, რომ 26 წლის კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში მოთხოვნილი გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო ძალიან მაღალია. ამ ინფორმაციას Cadena Ser ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" "იისფერებს" კუადრადოში 36 მილიონი ევრო შესთავაზა ბონუსებთან ერთად, ხოლო მეორე პრეტენდენტმა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი - 40 მილიონი ევრო, პლიუს ბონუსები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.