პსჟ ალვესის მომსახურებით დაინტერესებული არაა
"პარის სენ ჟერმენის" სამწვრთნელო შტაბი არ არის დაინტერესებული "ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დანი ალვესის მომსახურებით, იტყობინება ფრანგული პრესა.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, პარიზული კლუბი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენას არ შეეცდება. მთავარი პრობლემა, პარიზელებისთვის, ბრაზილიელის ასაკია - 31 წელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალვესის მაღალი ანაზღაურება.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალვესმა პსჟ-ს ერთი კვირა მისცა იმისათვის, რომ კლუბს მისთვის შეთავაზება გაეკეთებინა. ამჟამად, ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]