ჩავის მარტინოს შეცვლა შეეძლო

ჩავის მარტინოს შეცვლა შეეძლო

"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, გასულ ზამთარში, ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხერარდო მარტინო შეეცვალა, იტყობინება AS.

საქმე იმაშია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერების" ყოფილი მწვრთნელი გადადგომას აპირებდა მას შემდეგ, რაც ეს კატალონიური კლუბის ექს-პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გააკეთა. ესპანური გრანდის ხელმძღვანელობას მარტინოს შემცვლელი ნაპოვნი ჰყავდა. როსელის მემკვიდრე ხოსეპ მარია ბართომეუ და კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ამ პოსტზე ჩავის დანიშნვას აპირებდნენ, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მარტინო უკვე თებერვალში გადადგებოდა. ჩავი უნდა გამხადრიყო მოთამაშე-მწვრთნელი. თუმცა, არგენტინელმა გადაიფიქრა და ერნანდესმა გუნდს არ უხელმძღვანელა. საინტერესოა, რომ თავად ფეხბურთელმა ხელმძღვანელობის გეგმებზე არაფერი იცოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.