„ბარსელონა“ და „ლივერპული“ ვერ თანხმდებიან
"ბარსელონა" და "ლივერპული" აგრძელებენ მოლაპარაკებების წარმოებას ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერის თაობაზე, იტყობინება Sport.
მხარეები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას, რაც დაკავშირებულია ტრანსფერის ფინანსურს ასპექტთან. მერსისაიდელები ურუგვაელში დაახლოებით 94 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც "ბარსელონასთვის" აბსოლიტურად მიუღებელი თანხაა. გარდა ამისა, ინგლისელები ამ თანხას ითხოვენ იმ მომენტში, როდესაც სუარესი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. თავის მხრივ, "ბლაუგრანა" ცდილობს მნიშვნელოვნად შეამციროს ეს თანხა და ის ნაწილებად გადაიხადოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]