როჯერსი სუარესს მადლობას უხდის

როჯერსი სუარესს მადლობას უხდის

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა მცირე კომენტარი გააკეთა ურუგვაელი ლუის სუარესის "ბარსელონაში" გადასვლაზე.

"სუარესი - განსაკუთრებული ტალანტი. მისი მადლობელი ვარ იმ როლისთვის, რომელიც მან გუნდში ბოლო ორი წლის განმავლობაში ითამაშა, ჩემი მოსვლის მომენტიდან. კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად. მაგრამ ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, დიდი თავშეკავებით, საბოლოოდ, ჩვენ დავთანხმდით მის სურვილს და ესპანეთში გადასვლის შესაძლებლობა მივეცით.

"ლივერპულის" ისტორია გვასწავლის, რომ კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენ გულშემატკივრებს სჯერათ, გუნდში შემდგომი პროგრესის." - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.