როჯერსი: "ბარსელონასთან" განადგურება სამარცხვინო არაა"
შოტლანდიური "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონასთან" განადგურების (0:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ეს სირცხვილი არაა. "ბარსელონას" უფრო დიდი გუნდებიც გაუნადგურებია. დღეს, ჩვენ, ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე გვქონდა. პროფესიონალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მომხდარი სასიამოვნო არაა. "ბარსელონას" მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავთ და დღეს მათ თავიანთი კლასი დაამტკიცეს.
ჩვენი ფეხბურთელებისთვის, ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავი სკოლაა. არა მგონია, რომ მათ შეშინებოდათ. მომეჩვენა, რომ ისინი საკუთარ ძალებში დარწმუნებულები იყვნენ.
შედეგი იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ რთული კალენდრის გათვალისწინებით, ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ვერ მოვითხოვ." - განაცხადა როჯერსმა თამაშის შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]