მარკესი: ჩემი მომავალი გუარდიოლაზეა დამოკიდებული
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი ამჟამად გვადალახარაში იმყოფება და ოთხშაბათს დაბრუნდება ბარსელონაში, რათა კლუბის ხელმძღვანელობასთან თავისი მომავალი გაარკვიოს.
"თუკი კლუბის ხელმძღვანელობა აღარ თვლის საჭიროდ ჩემს დარჩენას და მე არ მოვიაზრები მათ სქემაში მომავალ სეზონზე, მაშინ მე მოვძებნი სხვა გუნდს, სადაც განვაგრძობ თამაშს. მე ვიცი, რომ არსებობს შემოთავაზება "იუვენტუსისგან" და "ნიუ იორკ რედ ბულსისგან", თუმცა მე ჯერ არც ერთი წინადადება არ მიმიღია, რადგან ვთვლი, რომ უნდა გავერკვე - რა ხდება "ბარსაში" და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება." - აღნიშნა მარკესმა
მარკესი თვლის, რომ დარჩენის შემთხვევაში მას აქვს ძირითადში მეტი დროის გატარების შანსი, რადგან, როგორც ვიცით, კლუბის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი მაინც პეპ გუარდიოლას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]