„ბარსელონას“ დაცვის გაძლიერება უოქერით სურს

„ბარსელონას“ დაცვის გაძლიერება უოქერით სურს

"ტოტენჰემის" მარჯვენა მცველმა, კაილ უოქერმა კატალონიური კლუბის ყურადღება მიიპყრო. "ბარსელონაში", დანი ალვესის შემცვლელი, შესაძლოა, სწორედ უოქერი გახდეს.

ცოტა ხნის წინ, ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე ალვესს, რომელიც ვერ პოულობს კლუბს,  ახალ სეზონში არ განიხილავს. Daily Mail იტყობინება, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ბრაზილიელი, შესაძლოა, კაილ უოქერმა შეცვალოს. თუმცა, "ტოტენჰემს" არ სურს 24 წლის ფეხბურთელის გაშვება.

უოქერი, რომლის ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს, აგრძელებს გამოჯანმრთელებას ტრავმის შემდეგ.

ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კაილმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 53 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.