რაკიტიჩი: "ბარსელონაში" ძალიან თბილად მიმიღეს"

რაკიტიჩი: "ბარსელონაში" ძალიან თბილად მიმიღეს"

"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ ჯერ არაა მზად თავის ახალ გუნდზე დასკვნების გასაკეთებლად. ხორვატმა აღნიშნა, რომ მთავარი მისი კარგი მიღებაა კლუბში.

"ჯერ მიძნელდება რაიმე დასკვნის გაკეთება. დასაწყისისთვის საჭიროა სრულად ადაპტირება და შეგუება ახალ პირობებთან და მოთხოვნებთან. რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" ყველაფერი უფრო ფართო მასშტაბითაა, ვიდრე "სევილიასი". ყველაზე მთავარი ისაა, რომ თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. მოხარული ვარ, რომ ჩემს მიმართ ასეთი კარგი დამოკიდებულებაა ახალ გუნდში." - განაცხადა რაკიტიჩმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.