EMD: "ბარსელონამ" დუგლასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

EMD: "ბარსელონამ" დუგლასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

"სან პაულუს" მცველი დუგლასი "ბარსელონას" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდება. ამაზე ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ჩანს, დუგლას პერეირა დანი ალვესის შემცვლელად განიხილება, რომლის კონტრაქტი 2015 წელს იწურება. 24 წლის ფეხბურთელის ღირებულება შეფასებულია 8 მილიონ ევროდ, მაგრამ თუ ალვესი "ბარსელონას" მანამდე დატოვებს, მაშინ "ბლაუგრანას" დუგლასის ტრანსფერის განხორციელება უფრო ადრე მოუწევს.

დუგლასი "სან პაულუში" 2012 წლიდან გამოდის. 92 ჩატარებულ მატჩში მოთამაშემ 4 გოლი გაიტანა. ასევე, მის აქტივში 12 მატჩია ბრაზილიის ახალგაზრული ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ძირითად გუნდში ის ჯერ გამოძახებული არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.