მუნირი: ხუვენილიდან პირველ გუნდამდე

მუნირი: ხუვენილიდან პირველ გუნდამდე

მუნირ ელ ჰადადი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მისი კარიერა ძალიან სწრაფად ვითარდება. მუნირი დაიბადა ესკორიალში და წარმოშობით მაროკოელია. მან 5 თვის განამვლობაში მოახერხა ხუვენილიდან ლუის ენრიკეს პირველ გუნდამდე მიღწევა. როგორც ამბობენ: ის არ ითამაშებდა, რომ არა ნეიმარის ტრავმა და ლუის სუარესის დისკვალიფიკაცია.

მუნირი 4 გოლით პრესეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა, ამ დრომდე, მას მხოლოდ 12 მატჩი აქვს ჩატარებული "ბარსა ბ"-ში, სეგუნდაში და მათგან მხოლოდ 4 შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ ლუის ენრიკე ახალგაზრდა კანტერანოზე ფსონს ჩამოვიდა. დეულოფეუ არენდით წავიდა, პედრო კი სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო ტრავმის შემდეგ. შანსი მიეცა მუნირს, რომელმაც "ელჩესთან" ძალიან კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა.

მუნირი მატჩის შემდეგ: "შესანიშნავი შეგრძნებაა გოლის აღნიშვნა "კამპ ნოუზე" და გუნდის დამხარება. მოხარული ვარ მესისთან და ყველა დანარჩენ თანაგუნდელთან ერთად თამაშით. ლუის ენრიკე ყველა ჩვენგანისგან მხოლოდ ერთს ითხოვს: მუშაობას, მუშაობას და კიდევ ერთხელ მუშაობას. მე განვაგრძობ გზას იგივე მონდომებით. მინდა, გოლი მივუძღვნა ჩემს მშობლებს, ძმას და ნათესავებს მხარდაჭერისთვის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.