„ბარსელონა“ დუგლასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
"სან პაულუს" მარჯვენა მცველი დუგლას პერეირა "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ სან პაულუში მოლაპარაკებების დასასრულებლად, იტყობინება Sport.es.
გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 24 წლის ბრაზილიელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სატრანსფერო თანხა კი 6 მილიონი ევრო იქნება.
მანამდე "სან პაულუს" პრეზიდენტმა, აიდარმა განაცხადა, რომ დუგლასი კლუბში ერთწლიანი არენდით დარჩება.
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ "ბარსელონას" სასჯელი, ტრანსფერების აკრძალვასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა. კატალონიელები 2015 წლის იანვრიდან, ორი სატრანსფერო ფანჯრის განამვლობაში, ახალი ფეხბურთელების შეძენას ვერ შეძლებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]