ბრავო: „ლუის ენრიკესთან ყოველდღე ვსაუბრობ“
"ბარსელონას" გოლკიპერმა, კალუდიო ბრავომ აღიარა, რომ ადაპტაციისთვის მეტი დრო ჭირდება, მაგრამ "კამპ ნოუზე" ის თავს კარგად გრძნობს.
ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს ამ ზაფხულს, "რეალ სოსედაიდან" შეუერთდა. "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში მისი დებიუტი ლა ლიგაში კვირას, "ელჩესთან" მატჩში შედგა.
"მე ბევრი რამ შევიცვალე, მაგრამ პირველი დღის შემდეგ, თავს სახლში ვგრძნობ."
"ყოველთვის უნდა იყო მზად. ლუის ენრიკესთან ყოველდღე ვსაუბრობ ბევრ სხვადასხვა საკითხზე - წესი, სტრატეგია, სტილი."
"ფოკუსირებული უნდა დარჩე ყოველ ნაბიჯზე, ისე რომ, თამაშში უნდა ჩაერთო 100 პროცენტით კონცენტრირებული და თანაგუნდელებთან კავშრში."
"სათამაშოდ ჩილეში მიღებული გამოცდილება გამოვიყენე. დაცვის ხაზი ჩვეულებრივ მოედინს შუა ნაწილამდეა და ნებისმიერმა გრძელმა პასმა შეიძლება პრობლემები გამოიცვიოს."
"ეს არის ადაპტაციის საკითხი ახალ სისტემაში."
"მზად უნდა იყო რაიმესთვის და მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ორივე სისტემით."
"მე არ ვიყავი მუნირით გაოცებული, რადგან მას ყოველდღე ვხედავ. ყველა ჩვენგანი, ვინც მას იცნობს, გაკვირვებული არაა. მას ბევრის მიღწევა შეუძლია ფეხბურთში."
"ჩვენს შორის (მასიპი და ტერ შტეგენი) ჯანსაღი კონკურენციაა. ეს სასარგებლოა გუნდისთვის. ახალ მწვრთნელს სურს, რომ კონკურენცია მთელი სეზონის განმავლობაში იხილოს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]