ბოიან კრკიჩი - "ბარსას" ვეტერანი 2010 წელს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდი, ბოიან კრკიჩმა წელს კლუბის ვეტერანის წოდება მიიღო. ეს ჯილდო გადაეცემა ფეხბურთელს, რომელიც სეზონში ყველაზე დასამახსოვრებლად და სამართლიანად ასპარეზობს. მეორე ადგილი კაპიტანმა კარლეს პუიოლმა დაიკავა, ხოლო ლიონელ მესი მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კატალონიელს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, მან მაინც მოახერხა და მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. გამარჯვებული ინტერნეტ-მომხმარებელმა გამოავლინა სამ კანდიდატს შორის. ეს კანდიდატები კი სპეციალურმა ჟიურიმ აირჩია. საიტმა www.premifairplay.cat-მა 5237 ხმა მიიღო 18 ივნისიდან 29 ივლისამდე. ბოიანმა 36,1%(1890 ხმა) მოაგროვა, პუიოლმა - 35,6%(1867 ხმა), ხოლო ლეომ 28,3%(1480 ხმა). კრკიჩს დააჯილდოვებენ და იგი მიიღებს სპეციალურ სკულპტურას, რომელიც აუგუსტინ პუჩმა შექმნა. ცერემონია ამ წლის სექტემბერში გაიმართება.
ჟიურიმ კანდიდატები რამდენიმე მოტივით აირჩიეს: მინდორზე გატარებული წუთების რაოდენობა, შესაბამისად მწვრთნელის დავალების სრულყოფილად შესრულება, სამართლიანი თამაში, ოპონენტების პატივისცემა და სხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოიანი კლუბის ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთია, რომელიც არასოდეს არ ერიდება ფანებთან ურთიერთობას. ალბათ მისი გამარჯვება ძირითადად სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა.
წყარო: www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]