ბოიანი - არშავინის პოტენციური შემცვლელი ”არსენალში”

ბოიანი - არშავინის პოტენციური შემცვლელი ”არსენალში”

ინტერნეტ გამოცემა Goal ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერი იმედგაცრუებულია ანდრეი არშავინის უღიმღამო გამოსვლებით და მზადაა რუსი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანოს. ბოლო პერიოდში არშავინმა ადგილი დაკარგა ”მეთოფეთა” ძირითად შემადგენლობაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის ”არსენალი” არშავინის პოტენციურ შემცვლელად დონეცკის ”შახტარის” ფეხბურთელს, ვილიანას და ”ბარსელონელ” ბოიან კრკიჩს მოიაზრებს.

ბოიან კრკიჩი 1990 წლის 28 აგვისტოს, კატალონიაში დაიბადა. მისი კარიერა 1999 წელს, ”ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდიდან იწყება. 2006-2007 წლებში ბოიანი ”ბარსა ბ”-ს ღირსებას იცავდა, ხოლო 2007 წელს ის ”ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში გადავიდა. კრკიჩს პირველი გუნდის შემადგენლობაში 102 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 25-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.

2010 წლის ბოლოს ბოიან კრკიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა ”ბარსელონასთან”. ახალი კონტრაქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.