პელე: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხი არ აკნინებს მესის შესაძლებლობებს"

პელე: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხი არ აკნინებს მესის შესაძლებლობებს"

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ პელეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ლიონელ მესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. პელემ აღნიშნა, რომ ამისთვის მას ყველა წინაპირობა გააჩნია.

"რა თქმა უნდა, მესის შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილოების მიღება. მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიისგან განცდილი მარცხი არ აკნინებს მის შესაძლებლობებს. იგი არ იყო დამნაშავე იმაში, რომ არგენტინა ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი".

"არგენტინის და ბრაზილიის ნაკრებებში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ მსოფლიო ჩემპიონები გამხდარიყვნენ, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს" – განაცხადა პელემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.