ნეიმარი:" იმედი მაქვს წელს ჩემი სეზონი იქნება"

ნეიმარი:" იმედი მაქვს წელს ჩემი სეზონი იქნება"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ნეიმარმა წლევანდელ სეზონზე ისაუბრა. 

"მესი მსოფლიოში საუკეთესოა. მასთან ერთად ყოველდღე საუკეთესო ვხდები. ჩვენ როგორც გუნდი ერთად ვვითარდებით. მე სანაკრებო ბატალიებიდან ცოტა დაღლილი დავბრუნდი, მაგრამ დასვენება მაინც მოვასწარი."

"პირველი გოლის დროს ბურთი ჩემგან მოშორებით წავიდა, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოვახერხე. იმედი მაქვს წელს ჩემი სეზონი იქნება. შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც გუნდს გამარჯვებაში ეხმარები."

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ნელ-ნელა უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ ამისათვის მზად ვართ. მთავარია გულშემატკივრების მხარდაჭერა." - დაასრულა ნეიმარმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.