„იუვენტუსი“ პედროთი დაინტერესდა

„იუვენტუსი“ პედროთი დაინტერესდა

"იუვენტუსის" სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია "ბარსელონას" თავდამსხმელის, პედრო როდრიგესის მომსახურებით, იტყობინება Sport.

იტალიურ გრანდში სჯერათ, რომ პედროს მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო პრაქტიკა ექნება და ის კლუბის შეცვლას მოისურვებს. აქედან გამომდინარე, ტურინელები, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის შეძენას შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში, პედრომ ესპანეთის ჩემპიონატში 3 მატჩი ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი მოედანზე 2-ჯერ გავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.