ზლატანი: "მოურინიოს მჯერა, "რეალის" არა"

ზლატანი: "მოურინიოს მჯერა, "რეალის" არა"

უკვე ორი დღეა "ბარსელონას" შემადგენლობა სეულში იმყოფება. კეორეელმა ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და სპეციალურ ღონისძიებაზე ზლატან იბრაგიმოვიჩს ინტერვიუ ჩამოართვეს.

 "მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ფეხბურთელი ვარ." - განაცხადა შვედმა "ნაიკის" მიერ ორგანიზებული შეჯიბრების გამარჯვებულებთან შეხვედრაზე. იგი ასევე რამდენიმე სიტყვით შეეხო მის ყოფილ და "რეალის" ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს.

 "მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო მაინც." თქვა იბრამ და ასევე დაამტა: "მე მჯერა მისი, მაგრამ არ მჯერა მადრიდის "რეალის"."

 საბოლოოდ ზლატანმა განიხილა იტალიური ფეხბურთი და მიზეზები, თუ რატომ არჩია მას "ლა ლიგა": "იტალიაში თითქმის ყველა ტიტული მოგებული მქონდა და განვითარებისთის მჭირდებოდა ახალი გამოწვევები. იტალიელები უფრო ტაქტიკაზე დამოკიდებულ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, ესპანეთში კი დღითიდღე ვანვითარებთ ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთს, განსაკუთრებით "ბარსელონაში"."

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.