"პარი სენ ჟერმენი"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის წინ

"პარი სენ ჟერმენი"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის წინ

ლუის ენრიკემ იცის, რომ დღევანდელი მატჩი, "პარკ დე პრენსზე", არ იქნება ადვილი და არ ფიქრობს, რომ იბრაჰიმოვიჩის არყოფნა ხელშემწყობი ფაქტორია: "ჩემი მიდგომა არ იქნება განსხვავებული, თუნდაც მან არ ითამაშოს." - აცხადებს მწვრთნელი პრესკონფერენციაზე. "ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ისაა, მაგრამ პსჟ კვლავ რჩება დიდ და სახიფათო გუნდად. ამისათვის მათ აქვთ რესურსები. ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტები არიან."

მან დაამატა, რომ "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი თამაშისთვის პსჟ-ს მხირდან. მნიშვნელობა არ აქვს, ითამაშებენ თუ არა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ისე, როგორც ბილბაოს "ატლეტიკმა" ან მჭიდროდ დაცვაში. ის არის გუნდი, რომელიც ითამაშებს ჩვენთან."

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარიზში გამარჯვება მისი გუნდისთვის: "ამ ეტაპზე, მიზანი არა მხოლოდ პლეი-ოფში გასვლა, არამედ განვითარება და გაუმჯობესებაა, როგორც გუნდი, ასევე, სეზონის ბოლოს უფრო კარგი პოზიციის დაკავება. ჩვენ შეგვიძლია გავლენის მოხდენა მხოლოდ ერთ მატჩზე და ეს მატჩი ყოველთვის მომდევნო თამაშია. პსჟ-ს წინააღმდეგ აუცილებელია ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი, თუ 3 ქულის მოპოვება გვინდა... ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტირებულნი და ზუსტნი."

ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია მესის მისამართით საქებარი სიტყვებით დაასრულა: "მე კვლავ ვფიქრობ, რომ ის საოცარი, გადამწყვეტი ფეხბურთელია ჩვენთვის. ის იტანს და აკეთებს საგოლე გადაცემებს, ასევე, ასრულებს იმ სამუშაოს, რომელსაც, შესაძლოა, საკმარისი ყურადღება არ ექცევა. მაგალითად, პრესინგი და მუშაობა დაცვაში. ის ნომერ პირველია მსოფლიოში სხვადასხვა სათამაშო ასპექტში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.