ბრავოს ახალი რეკორდი
"ბარსელონას" მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, კლუბში ახალი რეკორდი დაამხო. მას, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ 7 ტურში, არცერთი გოლი არ გაუშვია.
მე-7 ტურის მატჩში, "რაიო ვალიეკანოსთან", ბრავომ, თამაშის 21-ე წუთზე, მანამდე არსებული 560-წუთიანი მშრალი სერიის რეკორდი მოხსნა, რომელიც პედრო ართოლას ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, ჩილელს, ამჟამად, 630-წუთიანი მშრალი სერია აქვს დაფიქსირებული.
"ის შესანიშნავ ფორმაშია და კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს. ბრავო ყველას გვაიძულებს ვალდესის დავიწყებას, რაც ძალიან რთულია." - ულოცავს კლაუდიოს წინა რეკორდსმენი ართოლა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 40 ]