ბრავო - ლა ლიგაზე, ტერ შტეგენი - ჩემპიონთა ლიგაზე, მასიპი კი - ესპანეთის თასზე
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მიმდინარე სეზონის განმავლობაში, გუნდის მეკარეებს სათამაშო დრო გაუნაწილა.
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში "ლურჯ-ბროწეულისფერების" კარს ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო დაიცავს, ჩემპიონთა ლიგის თამაშებში კი გუნდის გოლკიპერი გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება. რაც შეეხება 25 წლის ხორდი მასიპს, ის ესპანეთის თასზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავომ, რომელსაც პრიმერას პირველ 7 ტურში არცერთი გოლი არ გაუშვია, ლა ლიგის რეკორდი დაამხო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 53 ]