ჩავი კრუიფს მადლობას უხდის

ჩავი კრუიფს მადლობას უხდის

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, მადლობა გადაუხადა "ლურჯ-ბროწეულისფერების" ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, იოჰან კრუიფს, რომელმაც, ესპანელის თქმით, დიდი როლი ითამაშა მის პროფესიულ კარიერაში.

"მე "ბარსელონას" სკოლის, კრუიფის სკოლის მოსწავლე ვარ და ამით ვამაყობ. კრუიფის გარეშე ვერ მივაღწევდი ყველაფერ იმას, რაც მაქვს. თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა სასარგებლო ვიყო გუნდისთვის. მე ყველაფრით კამყოფილი ვარ." - განაცხადა ჩავიმ.

ჩავი ერნანდესი "ბარსელონაში" 1999 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში, მან 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.