"კამპ ნოუ" ტოპ 14-ის ფინალს უმასპინძლებს
"ბარსელონამ" და LNR-მა (საფრანგეთის ჩემპიონატი რეგბში) მიაღწიეს შეთანხმებას 2016 წლის ტოპ 14-ის ფინალის "კამპ ნოუზე" ჩატარების თაობაზე. თამაში გაიმართება აღნიშნული წლის 24 ივნისს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსას" სტადიონს სპორტის სხვა სახეობისთვის გამოიყენებენ.
საქმე ისაა, რომ საფრანგეთი, 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ფრანგული სტადიონები, ტოპ 14-ის დაგეგმილი ფინალის დროს, დაკავებული იქნება. ამის გამო, LNR-მა ალტერნატიული ვარიანტები განიხილა და გადაწყვიტა, რომ "კამპ ნოუ" სრულყოფილი სტადიონია ფინალის გასამართად.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]