სუარესი და კიელინი ერთობლივი აქციის ჩატარებას გეგმავენ
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეპიზოდის მონაწილეები, ლუის სუარესი და ჯორჯო კიელინი ერთობლივი აქციის ჩატარებას გეგმავენ.
ბრაზილიაში გამართული მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, ურუგვაისა და იტალიას შორის გამართულ შეხვედრაში, ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. მოგვიანებით, ურუგვაელი 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. დაზარალებულმა იტალიელმა სასჯელს ზედმეტად მკაცრი უწოდა, მაგრამ ამან სუარესის დისკვალიფიკაცია ვერ შეამცირა.
გავრცელებული ინფორმაციით, სუარესსა და კიელინის საჩვენებელი შეხვედრის გამართვა სურთ. მათი აგენტები, აქციის სახესა და თარიღზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. ფეხბურთელთა შეხვედრას ხელი, შესაძლოა, მათმა გადატვირთულმა გრაფიკმა შეუშალოს. ამიტომ, ერთ-ერთ ვარიანტად სოციალურ ქსელში ერთობლივი აქციის ჩატარებაც განიხილება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]