ჩავი: "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვეტილი მქონდა"

ჩავი: "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვეტილი მქონდა"

"ბარსელონას" კაპიტანი ჩავი ერნანდესი ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში, მას მშობლიური კლუბის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდა.

"გასულ ზაფხულში გუნდის დატოვება გადაწყვეტილი მქონდა. ვფიქრობდი, რომ წასასვლელად საუკეთესო დრო იყო. თუმცა, ზოგჯერ, გამარჯვებული გული გამოდის.

ფეხბურთის სათამაშოდ დიდი დრო აღარ დამრჩა. 34 წლის ვარ, იანვარში 35-ის ვხდები. მინდა, ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო. ყველა ამბობს, რომ საუკეთესო პერიოდი სწორედ ესაა.

როდესაც კარიერას დავასრულებ, სამწვრთნელო კურსებს გავივლი და ინგლისურს ვისწავლი. შემდეგ კი ვნახოთ. მინდა, ფეხბურთთან და "ბარსელონასთან" კავშირი კვლავ მქონდეს." - აცხადებს ჩავი TV3-თან საუბრისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.