მატიემ და რაფინიამ თამაშის ნებართვა მიიღეს
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა, ჟერემი მატიემ და რაფინია ალკანტარამ, გუნდის ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ "სევილიასთან" მატჩში მათი მოედანზე გამოჩენა შესაძლებელია.
ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩის წინ გამართულ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა "ბარსას" პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო. პირველი გუნდის 23 ფეხბურთელს "ბარსა ბ"-დან მუნირი შეუერთდა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის საკითხიც გარკვეული ჯერ არაა, ანდრეს ინიესტაა. ნახევარმცველს თამაშის უფლება ჯერ არ მიუღია და დიდი ალბათობით, ის "სევილიასთან" გასამართი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]