ალბა განაცხადს დაუბრუნდა
ხორდი ალბამ, რომელმაც "ბარსელონას" ბოლო 2 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო, ხოლო ლუის ენრიკემ ის "სევილიასთან" გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ კატალონიური გუნდის ერთდერთი დანაკლისი ტომას ვერმალენი იქნება. განაცხადს მიღმა წვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩნენ ხორდი მასიპი, დუგლასი, მარტინ მონტოია და სერხი რობერტო.
"სევილიასთან" ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ინიესტა, რაფინია, პედრო, მესი, სუარესი, ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 89 ]