დეკუ: "ერთ დღეს მესი "ბარსას" დატოვებს"
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა დეკუმ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან შესაძლო წასვლაზე.
"ვიცი, რომ ერთ დღეს მესი "ბარსელონადან" წავა. ეს მოსალოდნელია. ყველაფერს აქვს დასასრული. როდესაც დიდი ფეხბურთელები რაღაცას ამბობენ, ეს განხილვის საგანი ხდება, მაგრამ არავის შეუძლია ყოველთვის ერთ გუნდში თამაში, განსაკუთრებით ფეხბურთში. დიდებული ფეხბურთელები და მწვრთნელები მიდიან. რა თქმა უნდა, მესი სხვა გუნდში რთული წარმოსადგენია, მაგრამ როდისმე ეს მოხდება. შესაძლოა, ეს მოხდეს ამ წელს ან 5 წლის შემდეგ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული." - აცხადებს დეკუ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ, რამდენიმე დღის წინ, არგენტნულ პრესასთან ერთ-ერთ ინტერვიუში, "ბარსელონადან" შესაძლო წასვლა არ გამორიცხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 50 ]