გვარდიოლა : "როგორც მე ვიცი მესის წასვლა არ სურს"
კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა "მესის" შესაძლო წასვლაზე.
"თუ მორატი მესიში 250 მილიონ ევროს გადაიხდის და მესისაც ენდომება წასვლა, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებების წამოწყებისთვის. მაგრამ როგორც მე ვიცი, მესის ნამდვილად არ უნდა "ბარსელონადან" წასვლა და ის ბედნიერია რადგან აქ არის. ფეხბურთში კი გადამწყვეტი სიტყვა სწორედ რომ ფეხბურთელზეა, ასე რომ ყველაფერი მესიზეა დამოკიდებული. წავა ის ,თუ არ წავა "ბლაუგრნადან".- განაცხადა პეპმა "football Italia"-სთან ინტერვიუში.
ასევე გავიხსენოთ ის, თუ როგორი მადლობელი იყო მესი "ბარსასი" რადგანაც როგორც გახსოვთ, ბავშობაში მას სიმაღლის პრობლემა ჰქონდა, მის მშობლებს კი არ ჰქონდათ სახსრები, რომ პატარა ლეოსთვის ოპერაცია გაკეთებინათ, სწორედ ამ ოპერაციის ხარჯები დაფარა "ბარსამ" რისთვისაც მესი ძალიან დიდ მადლობას იხდიდა და იხდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]