სანჩესი: "არსენალის" სათამაშო სტილი უფრო მომერგო, ვიდრე "ბარსელონას"

სანჩესი: "არსენალის" სათამაშო სტილი უფრო მომერგო, ვიდრე "ბარსელონას"

ლონდონის "არსენალის" ჩილელმა ფორვარდმა, ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სათამაშო სტილს ადვილად შეეგუა.

"ესპანეთში დიდი გართულებები მქონდა, რათა "ბარსელონას" სათამაშო სტილს შევგუებოდი. პირველი სეზონი ნორმალურ დონეზე ჩავატარე, მეორე ოდნავ უმჯობესი იყო, მაგრამ მე დიდი დრო დამჭირდა. "არსენალი" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, "ბარსელონა" კი თამაშობს ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ვერცერთ სხვა გუნდს შეუძლია." - განაცხადა, სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ჩილელი ფეხბურთელი კატალონიელთა ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 84 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.